ავტორიზაცია

ალეგრი: "შესანიშნავი ლაციოს წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ, ბურთს კარგად ვაკონტროლებდით"

ალეგრი: "შესანიშნავი ლაციოს წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ, ბურთს კარგად ვაკონტროლებდით"
თარიღი 21 ნოე 2021, 11:40

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს მე-13 ტურში "ლაციოსთან" მოგებული მატჩი შეაფასა.

"ერთადერთი პენალტი, რომელიც ცხოვრებაში მინახავს, ის არის, რომელიც იტალიის თასზე ბარძალიმ შეასრულა, რადგან მე ვაიძულე (იცინის)", - აცხადებს 54 წლის იტალიელი სპეციალისტი.

"გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა და გავანიავეთ".

"ცოტა ვჩქარობდით გადაწყვეტილების მიღებას. გოლის შემდეგ სიტუაცია არცთუ სახარბიელო იყო, "ლაციო" ერთ წუთში ბურთიანად საჯარიმოში შემოვიდა, დაბნეულობა დაიწყო".

"ბევრჯერ დავარტყით, ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიშვია. კარგი მატჩი ჩავატარეთ შესანიშნავი "ლაციოს" წინააღმდეგ, კარგად ვაკონტროლებდით ბურთს. ვიცით, სარის გუნდები კარგად ასპარეზობენ და ბურთთან ერთად მშვიდად ვთამაშობდით", - დასძინა ალეგრიმ.