ავტორიზაცია

"ეფექტურად ვითამაშეთ, დეკემბერი და იანვარი სუფთა სიგიჟე იქნება", - კლოპი არსენალის განადგურების შემდეგ

"ეფექტურად ვითამაშეთ, დეკემბერი და იანვარი სუფთა სიგიჟე იქნება", - კლოპი არსენალის განადგურების შემდეგ
თარიღი 21 ნოე 2021, 11:54

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "არსენალთან" (4:0) გამართული მატჩის შედეგი შეაფასა.

"გამორჩეული მატჩი ჩავატარეთ. თამაშის მიმდინარეობისას ვუმატებდით, უფრო და უფრო ძლიერები ვხდებოდით".

"ბურთს ხარისხიანად ვაკონტროლებდით და კარგად ვმოქმედებდით გადამწყვეტ მომენტებში. მიმზიდველად და ეფექტურად ვითამაშეთ".

"ასეთ შეხვედრებში მნიშვნელოვანია მეტოქე კართან ახლოს არ მოუშვა და დანარჩენ ზონებში გადამწყვეტად იმოქმედო".

"ჩემპიონატი ახლა ძალიან რთულია და წინ ყველაზე დაძაბული მონაკვეთი გველის. დეკემბერი და იანვარი სუფთა სიგიჟე იქნება".

"ვიცით, რა შეუძლია "არსენალს" და დღეს თავისი თვისებების წარმოჩენის საშუალება არ მივეცით. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რომელიც შემიძლია ჩემს გუნდს მივცე".

"განცდები მშვენიერია, რადგან ნამდვილად ჩინებულად ვითამაშეთ და ასეთი ასპარეზობა შეუძლებელია ისე ჩაითვალოს, როგორც ჩვეულებრივი", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Sports.