ავტორიზაცია

"ლივერპული ევროპის საუკეთესო გუნდი იყო და ყველა ასპექტში შეუძლია დომინირება", - არტეტამ მარცხი შეაფასა

"ლივერპული ევროპის საუკეთესო გუნდი იყო და ყველა ასპექტში შეუძლია დომინირება", - არტეტამ მარცხი შეაფასა
თარიღი 21 ნოე 2021, 12:01

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "ლივერპულთან" (0:4) განადგურების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, პირველ ტაიმში კარგი ბრძოლა გავმართეთ. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები და კარგად ვიბრძოდით".

"როცა შესვენებაზე 0:1 მარცხით გადიხარ, მშვიდად უნდა იყო, მაგრამ ჩვენი ემოციები საპირისპირო გახლდათ. გავტყდით, ამიტომაც დავმარცხდით. ყველა დანარჩენი იმედგაცრუების შედეგია".

"ვიცით, "ლივერპულს" შეცდომების გამო ჩვენი დასჯა შეეძლო. პრესინგში ეს გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა. შეცდომები ფეხბურთის ნაწილია".

"ლივერპული" ევროპის საუკეთესო გუნდი იყო, ამიტომაც ყველა ასპექტში შეუძლია დომინირება. დღეს ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ", - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.