ავტორიზაცია

სარი: "VAR-მა იუვენტუსის სასარგებლოდ აშკარა შეცდომები დაუშვა, მსაჯს გასპერინის სიტყვები გავუმეორე"

სარი: "VAR-მა იუვენტუსის სასარგებლოდ აშკარა შეცდომები დაუშვა, მსაჯს გასპერინის სიტყვები გავუმეორე"
თარიღი 21 ნოე 2021, 12:22

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ სერია ა-ს მე-13 ტურში "იუვენტუსთან" (0:2) მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

თამაშის შესახებ

"კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მათ სქემა შეცვალეს, მინდორზე კულუშევსკი შეუშვეს და ბურთის ხაზს მიღმა შვიდნი თამაშობდნენ. 75-ე წუთამდე კარგად ვვასპარეზობდით, არაფრის შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით, სამწუხაროა, რომ ჩვენი მომენტები სახიფათო არ იყო".

პირველი პენალტის შესახებ

"ჩემთვის ეს VAR-ის აშკარა შეცდომაა. კატალდი მორატას წინ აღმოჩნდა, რომელიც შემდეგ მას მოძრაობაში შეეჯახა. თუ VAR-ს მსგავს ეპიზოდებზე ვკითხავთ, მაშინ რატომ არ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი პედროზე ხელის კვრისთვის? მსაჯი ორ მეტრში იყო, VAR-მა კი წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვა".

"დი ბელოს (მატჩის არბიტრს - ავტ.) ვუთხარი, რომ გასპერინი ამას "პენალტუნიებს" უწოდებს. ასეთ თერთმეტმეტრიანებს მხოლოდ იტალიაში დებენ", - თქვა სარიმ.