ავტორიზაცია

ნედვედი იუვენტუსის პრობლემების შესახებ: "რონალდუ ბოლო მომენტში წავიდა, რამაც გავლენა მოახდინა"

ნედვედი იუვენტუსის პრობლემების შესახებ: "რონალდუ ბოლო მომენტში წავიდა, რამაც გავლენა მოახდინა"
თარიღი 21 ნოე 2021, 12:29

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი სეზონის სტარტზე გუნდის არცთუ ისე სახარბიელო შედეგებს გამოეხმაურა.

"სეზონს მაშინ შევაჯამებთ, როცა დასრულდება. ჯერ კიდევ ახალი გაჩაღებულია", - აცხადებს ჩეხი ფუნქციონერი DAZN-სთან საუბრისას.

"გუნდზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ რონალდუ ბოლო მომენტში წავიდა და ეს გასაგებია იმის მიხედვით, როგორც სამი წლის მანძილზე ვთამაშობდით, ახლა კი ალეგრის სათამაშო მოდელის გადაწყობა მოუწია. სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ეს გადაწყობა რამდენიმე ქულა დაგვიჯდა".

"მწვრთნელს საჭირო დრო აქვს, კონტრაქტი გრძელვადიანია. სხვადასხვა ვარიანტს ცდის და ბალანსს ეძებს".

"ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება, არამედ სერია ა-ში რაც შეიძლება მაღლა ასვლაა. აგრეთვე, არის იტალიის თასი და სუპერთასი", - დასძინა ნედვედმა.