ავტორიზაცია

მალდინი: "იბრაჰიმოვიჩმა ჟირუსთან კონტრაქტის გაფორმებას მხარი დაუჭირა, ზლატანს ოლივიე მოეწონა"

მალდინი: "იბრაჰიმოვიჩმა ჟირუსთან კონტრაქტის გაფორმებას მხარი დაუჭირა, ზლატანს ოლივიე მოეწონა"
თარიღი 21 ნოე 2021, 13:19

"მილანის" დირექტორმა, პაოლო მალდინიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა რეაქცია ჰქონდა გუნდის თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ჩელსიდან" ფორვარდ ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე.

"იბრაჰიმოვიჩმა ჟირუსთან კონტრაქტის გაფორმებას მხარი დაუჭირა. ზლატანს ოლივიე მოეწონა", - ციტირებს მალდინის სიტყვებს Sky Sport Italia.

"მაგრამ ნათელია, თუ ვის რა როლი უკავია "მილანში". გამოცდილებიდან ვიცი, რომ ფეხბურთელის ხედვა დირექტორის ხედვისგან განსხვავდება", - დასძინა პაოლომ.

შეგახსენებთ, 35 წლის ფრანგმა "როსონერისთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისში გააფორმა. მიმდინარე სეზონში ჟირუმ 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 40 წლის იბრაჰიმოვიჩის აქტივში კი 9 მატჩში გატანილი 5 გოლი და გაკეთებული ორი შედეგიანი გადაცემაა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "მილანი" 13 ტურის შემდეგ მოპოვებული 32 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.