ავტორიზაცია

მოურინიო: "მინდა, რომ შევჩენკომ, ჩემ მსგავსად, საკლუბო დონეზე სამწვრთნელო კარიერა მარცხით დაიწყოს"

მოურინიო: "მინდა, რომ შევჩენკომ, ჩემ მსგავსად, საკლუბო დონეზე სამწვრთნელო კარიერა მარცხით დაიწყოს"
თარიღი 21 ნოე 2021, 13:28

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ სერია ა-ს მე-13 ტურში "ჯენოასთან" გასამართი მატჩის წინ მეტოქეთა დამრიგებელ ანდრეი შევჩენკოს შესახებ ისაუბრა.

"შევჩენკოზე პირველი მოგონება - მისი თამაში მინახავს. როცა "ოქროს ბურთს" ისაკუთრებ, ჩემპიონთა ლიგას და ბევრ სხვა ტიტულს იგებ, ისტორიაში შედიხარ", - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

"ჯენოა" საკლუბო დონეზე მისი პირველი გამოცდილებაა. უკრაინის ნაკრებში წარმატებას უკვე მიაღწია და დაამტკიცა, რომ ფეხბურთის მკაფიო ფილოსოფია აქვს. მშვიდი ლიდერია, რადგან ცხოვრებაშიც მშვიდი ადამიანია. ვისურვებდი, რომ პირველი მატჩი წააგოს, როგორც მე, მაგრამ შემდეგ ბევრი ტიტული მოიგოს", - დასძინა მოურინიომ.

დღეს, 21 ნოემბერს, უკრაინელი სპეციალისტი "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. "რომასთან" გასამართი დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს.

"ჯენოა" ამჟამად იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 12 მატჩში მოპოვებული 9 ქულით მე-17 ადგილს იკავებს, "რომა" კი 19 ქულით მე-8 პოზიციაზეა.