ავტორიზაცია

ობამეიანგი: "პრემიერ ლიგაში ყველაზე მაგარი კაპიტანი ვარ და შესაძლოა, მსოფლიოშიც!"

ობამეიანგი: "პრემიერ ლიგაში ყველაზე მაგარი კაპიტანი ვარ და შესაძლოა, მსოფლიოშიც!"
თარიღი 21 ნოე 2021, 15:39

"არსენალის" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლონდონური კლუბის კაპიტნის როლისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"პრემიერ ლიგაში ყველაზე მაგარი კაპიტანი ვარ და შესაძლოა, მსოფლიოშიც!", - ციტირებს გაბონელის სიტყვებს "მეთოფეთა" ოფიციალური საიტი.

"კაპიტნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა იყოს მისაბაძი მაგალითი. ვცდილობ, შთავაგონო გუნდის არა მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები, არამედ ისინიც, ვინც შედარებით უფროსია. გუნდს მთელ ჩემს ძალას ვაძლევ. კაპიტნის სამუშაო ფეხბურთში ყველაზე სასიამოვნოა", - დასძინა ობამეიანგმა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "არსენალი" 12 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში 32 წლის გაბონელმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.