ავტორიზაცია

"ტოპ-კლუბში თამაში უნდა", - აგენტმა დაასახელა გრანდი, სადაც შესაძლოა მილინკოვიჩ-სავიჩი ვიხილოთ

"ტოპ-კლუბში თამაში უნდა", - აგენტმა დაასახელა გრანდი, სადაც შესაძლოა მილინკოვიჩ-სავიჩი ვიხილოთ
თარიღი 21 ნოე 2021, 15:48

"ლაციოს" ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტმა, მატეი კეჟმანმა განაცხადა, რომ სერხს რომაული კლუბის დატოვება უნდა.

"სერგეი ახალი გამოწვევისთვის მზადაა. ტოპ-კლუბში თამაში უნდა, "ლაციოსადმი" მთელი პატივისცემის მიუხედავად".

"იუვენტუსი"? ბრწყინვალე გუნდია. სერგეისთვის პატივი იქნებოდა ტურინულ კლუბში ასპარეზობა", - ციტირებს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა კეჟმანის სიტყვებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 26 წლის სერბს "ლაციოსთან" 2024 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.