ავტორიზაცია

"პირზე ხელს მაფარებდა, რათა არ მეყვირა, მაშინ 17 წლის ვიყავი", - მარადონა გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

"პირზე ხელს მაფარებდა, რათა არ მეყვირა, მაშინ 17 წლის ვიყავი", - მარადონა გაუპატიურებაში დაადანაშაულეს
თარიღი 21 Nov 2021, 16:39

კუბელმა ქალმა, მავის ალვარეს რეგომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გააუპატიურა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ.

მისი განცხადებით, ეს 2001 წელს მოხდა, მაშინ იგი მხოლოდ 17 წლის იყო.

"მარადონას კარის გაღება არ უნდოდა, როცა დედაჩემი ჰავანაში იმ სახლთან მოვიდა, სადაც ვიმყოფებოდით. აკაკუნებდა, მაგრამ არ უღებდა", - ამბობს ალვარესი infobae-სთან ინტერვიუში.

"მარადონა პირზე ხელს მაფარებდა, რათა არ მეყვირა. არაფერს ამბობდა და ძალადობდა. დედაჩემი კართან იდგა, იცოდა, რომ იქ ვიყავით, აბრახუნებდა და ტიროდა, მაგრამ დიეგომ მაინც არ გააღო. ყვირილის საშუალებას არ მაძლევდა და მეუბნებოდა, რომ მომეკეტა", - დასძინა რეგომ.

აგრეთვე, როგორც ალვარესმა თქვა, მარადონამ იგი მოგვიანებით არგენტინაში ძალით წაიყვანა. ამჟამად იგი ბუენოს აირესში იმყოფება, რათა სასამართლოს ადამიანებით ვაჭრობის საქმეზე ჩვენება მისცეს. მასში მარადონასთან დაახლოებული პირებიც ფიგურირებენ.

შეგახსენებთ, ლეგენდარული არგენტინელი 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, გულის მწვავე უკმარისობის გამო დაიღუპა.