მანჩესტერში დიდი არეულობაა — რონალდუ ფიქრობს, რომ ზოგი ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯება
ცნობილი გახდა რამდენიმე დეტალი "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებული ამჟამინდელი ვითარების შესახებ.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph იტყობინება, ბევრი ფეხბურთელისთვის ფორვარდები, კრიშტიანუ რონალდუ და ედინსონ კავანი ნამდვილი მაგალითები არიან.
"ეშმაკუნების" ზოგიერთი მოთამაშის აზრით, პორტუგალიელ და ურუგვაელ ვეტერანებზე დაკვირვებითა და ურთიერთქმედებით უფრო მეტი სარგებელი მიიღეს, ვიდრე ოლე-გუნარ სოლსკიაერისა და მისი შტაბის ხელძღვანელობის ქვეშ ვარჯიშით.
ამავდროულად, რონალდუ ფიქრობს, რომ ცალკეული მოთამაშეები წარმატების მიღწევას საჭირო ძალისხმევის გარეშე ცდილობენ და შეწუხებულია საკლუბო სტანდარტების ასეთი ვარდნით.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სოლსკიაერის გათავისუფლება დაადასტურა. უახლოეს მატჩებში გუნდს მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.