ავტორიზაცია

ბრიტანული გამოცემა: "მანჩესტერი რონალდუს დაწყნარებას ზიდანზე გავრცელებული ჭორებით ცდილობს"

ბრიტანული გამოცემა: "მანჩესტერი რონალდუს დაწყნარებას ზიდანზე გავრცელებული ჭორებით ცდილობს"
თარიღი 21 Nov 2021, 14:49

ბრიტანულმა გამოცემა Manchester Evening News-მა გაავრცელა მასალა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების დეტალებს ავლენს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნების" ხელძღვანელობა პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "უოტფორდთან" (1:4) განცდილი დამამცირებელი მარცხისთანავე ამოქმედდა.

უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ვილიარეალთან" სამშაბათს გასამართ შეხვედრაში გუნდს დარენ ფლეტჩერი უხელმძღვანელებს, მას კი მაიკლ კერიკი დაეხმარება.

რაც შეეხება მადრიდის "რეალის" ექს-თავკაცის, ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებულ ჭორებს, წყარო იუწყება, რომ მასთან კონტაქტები და პრესაში ამ ინფორმაციის გავრცელება - ეს მხოლოდ კლუბის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, 36 წლის პორტუგალიელი ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს დაწყნარების მცდელობაა, რომელიც სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია იმით, რაც ხდება.