ავტორიზაცია

ვინ შეცვლის სოლსკიაერს? — მანჩესტერ იუნაიტედში 5 მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავენ

ვინ შეცვლის სოლსკიაერს? — მანჩესტერ იუნაიტედში 5 მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავენ
თარიღი 21 ნოე 2021, 13:03

"მანჩესტერ იუნაიტედი" ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.

ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic იტყობინება, "ეშმაკუნების" სამიზნეთა შორის რამდენიმე სახელგანთქმული სპეციალისტია:

მაურისიო პოჩეტინო ("პსჟ"), ბრენდან როჯერსი ("ლესტერი") და ზინედინ ზიდანი (ამჟამად უმუშევარი), რომელიც "ემიუსთვის" პრიორიტეტული ვარიანტია. სიაში მოხვდა ხულენ ლოპეტეგიც, რომელიც ამჟამად "სევილიას" უდგას სათავეში.

აგრეთვე, არ არის გამორიცხული, "ემიუს" დროებითი მწვრთნელის რანგში ლორან ბლანი დაინიშნოს, ეს უკანასკნელი მანიკუნიანელთა ყოფილი ფეხბურთელია და თავის დროზე "პსჟ"-ს წვრთნიდა, ახლა კი ყატარულ "ალ რაიანს" ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 2018 წელს ჩაიბარა და 48 წლის ნორვეგიელმა სპეციალისტმა გუნდთან ერთად ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.