ავტორიზაცია

კონორ მაკგრეგორი მანჩესტერ იუნაიტედიდან სოლსკიაერის გათავისუფლებას გამოეხმაურა

კონორ მაკგრეგორი მანჩესტერ იუნაიტედიდან სოლსკიაერის გათავისუფლებას გამოეხმაურა
თარიღი 21 Nov 2021, 18:34

UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვებაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ირლანდიელი მანიკუნიანელთა გულშემატკივარია. "ეშმაკუნებმა" კი ნორვეგიელი სპეციალისტი დღეს გაათავისუფლეს.

"მინდა პატივი მივაგო და მადლობა გადავუხადო ცოცხალ ლეგენდას, ოლე-გუნარ სოლსკიაერს!".

"ბატონო ოლე, თქვენ მარადიული ხართ! კერპი! შთამაგონებელი! გმირი! ლეგენდა! მადლობა, ოლე", - წერს მაკგრეგორი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სოლსკიაერი "ემიუს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.

48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ ლიგაში მანჩესტერელთა საუკეთესო შედეგი 2020/21 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილია. ამავდროულად, კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" დამარცხდა.