ავტორიზაცია

ერთფეროვანი, "ზედმეტად ბრიტანული" ვარჯიშები — რას უჩიოდნენ მანჩესტერის ფეხბურთელები?

ერთფეროვანი, "ზედმეტად ბრიტანული" ვარჯიშები — რას უჩიოდნენ მანჩესტერის ფეხბურთელები?
თარიღი 21 Nov 2021, 18:28

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები დიდად არ იყვნენ კმაყოფილნი იმ ვარჯიშებით, რომლებსაც ოლე-გუნარ სოლსკიაერი და მისი სამწვრთნელო შტაბი ატარებდა, მაიკ ფელანისა და სხვა თანამშრომლების სახით.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, ზოგიერთი ფეხბურთელი ფიქრობდა, რომ სესიები ზედმეტად ერთფეროვანი, ახალ იდეებს მოკლებული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარჯიშები ისე შეფასდა, როგორც "ზედმეტად ბრიტანული", რომელიც არ აკმაყოფილებს თანამედროვე ფეხბურთის ტოპ-დონის მოთხოვნებს.

"ემიუს" ხელმძღვანელობამ ეს სიტუაცია გააცნობიერა და სოლსკიაერს ნებისმიერი სასურველი ცვლილების შეტანა შესთავაზა, სიტუაციის გამოსასწორებლად.

მიუხედავად ამისა, ნორვეგიელმა "ეშმაკუნების" ბოსების წინადადებაზე უარი თქვა და თქვა, რომ მასთან მომუშავე მწვრთნელები მსოფლიო დონის სპეციალისტები არიან.

ცნობისთვის, სოლსკიაერი "ემიუს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.

48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ ლიგაში მანჩესტერელთა საუკეთესო შედეგი 2020/21 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილია. ამავდროულად, კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" დამარცხდა.