ავტორიზაცია

გაირკვა იმ მწვრთნელის ვინაობა, ვინც მანჩესტერ იუნაიტედს უახლოეს მატჩებში უხელმძღვანელებს

გაირკვა იმ მწვრთნელის ვინაობა, ვინც მანჩესტერ იუნაიტედს უახლოეს მატჩებში უხელმძღვანელებს
თარიღი 21 ნოე 2021, 15:07

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლება დაადასტურა.

ამასთანავე, კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მატჩებში გუნდს მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.

მიუხედავად ამისა, "ეშმაკუნების" ხელმძღვანელობა გააგრძელებს იმ სპეციალისტის ძიებას, რომელიც გუნდის სეზონის ბოლომდე გაწვრთნას დათანხმდება.

უახლოეს პერიოდში მანიკუნიანელები ჩემპიონთა ლიგაზე "ვილიარეალს" (23 ნოემბერი) და პრემიერ ლიგაში "ჩელსის" (28 ნოემბერი) დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, ნორვეგიელი სპეციალისტი "ეშმაკუნებს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.

სოლსკიაერის ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ ლიგაში "ემიუს" საუკეთესო შედეგი 2020/21 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილია. ამავდროულად, კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" დამარცხდა.