უკვე ოფიციალურად: მანჩესტერმა სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვება დაადასტურა.
ნორვეგიელი სპეციალისტი "ეშმაკუნებს" 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში "იუნაიტედს" ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.
სოლსკიაერის ხელმძღვანელობის ქვეშ პრემიერ ლიგაში "ემიუს" საუკეთესო შედეგი 2020/21 წლების სეზონში დაკავებული მეორე ადგილია. ამავდროულად, კლუბი ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ვილიარეალთან" დამარცხდა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩის შემდეგ მანიკუნიანელები სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ. გუნდმა ჩემპიონატში ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო, გუშინ "ეშმაკუნები" სტუმრად "უოტფორდთან" (1:4) განადგურდნენ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სოლსკიაერს კომპენსაციის სახით 7,5 მილიონ ფუნტს გადაუხდის.
ცნობილია თანხა, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს კომპენსაციის სახით გადაუხდის