არანაირი ზიდანი — რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელად სხვა სპეციალისტი სურს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლების შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.
ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ის ჟურნალისტი, რობ დორსეტი იტყობინება, "ეშმაკუნების" ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს სურს, რომ გუნდი ლუის ენრიკემ ჩაიბაროს.
51 წლის სპეციალისტი ამჟამად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში, აქამდე კი კატალონიის "ბარსელონაში" მუშაობდა.
აქამდე ვრცელდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ 36 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს "ემიუს" თავკაცად "რეალის" ექს-დამრიგებლის, ზინედინ ზიდანის ხილვა უნდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა.
როგორც აღინიშნება, მანიკუნიანელები მაურისიო პოჩეტინოს ("პსჟ"), ზინედინ ზიდანის (უმუშევარი), ერიკ ტენ ჰაგის ("აიაქსი"), ბრენდან როჯერსის ("ლესტერი"), ხულენ ლოპეტეგის ("სევილია") და ლორან ბლანის ("ალ რაიანი").