"დღეს პირველი აპრილია?", - ლუის ენრიკეს კომენტარი მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო დანიშვნაზე
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს "მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო ჩაბარებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გაეცინა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"? დღეს პირველი აპრილია?", - ციტირებს 51 წლის სპეციალისტის სიტყვებს La Sexta.
მოგეხსენებათ, "ეშმაკუნებმა" დღეს გუნდის თავკაცის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლება დაადასტურეს. 48 წლის ნორვეგიელი გუნდს 2018 წლის დეკემბრიდან ედგა სათავეში.
მთავარი მწვრთნელის ვალდებულებების დროებით შემსრულებლად მაიკლ კერიკი დაინიშნა.
აქამდე დაიწერა, რომ "ემიუში" ლუის ენრიკეს ხილვა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს უნდა. ბრიტანული მედიის ცნობით, თავის მხრივ, კლუბი მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურისკენ იხრება და "პსჟ"-ში მომუშავე არგენტინელი სპეციალისტის მიწვევა ზაფხულში სურს.