VIDEO: ოფიციალურად - სამტრედია ტორპედოსთან დამარცხდა და ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდა
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში გათამაშების აუტსაიდერების, ქუთაისის ტორპედოსა და სამტრედიას შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 4-1 დასრულდა.
ანგარიში მე-5 წუთზე მათე ცინცაძემ გახსნა, სამტრედიამ კი მე-13 წუთზე გიორგი გადრანის გოლით გაათანაბრა. პირველი ნახევარი ქუთაისელებმა 30-ე წუთზე ლევან წოწონავას გატანილი გოლით მოიგეს.
მეორე ნახევარში ტორპედომ ორჯერ უპასუხოდ გაიტანა. 75-ე წუთზე დმიტრი რეკიშმა, ხოლო 79-ე წუთზე მეჰდი ბუკასიმ შეძლეს თავის გამოჩენა.
აღნიშნული მატჩი ტორპედოს მწვრთნელის რანგში გია ცეცაძისთვის სადებიუტო იყო და პირველივე დაპირისპირება ყოფილ გუნდს, სამტრედიას მოუგო.
ამ მარცხის შემდეგ სამტრედიამ ეროვნული ლიგა 2-ის საგზური გაინაღდა. გუნდს 20 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, მე-9 ადგილოსან შუქურას 27 ქულა აქვს და მათზე გადასწრების შანსი აღარ არსებობს.