ავტორიზაცია

მეორე საუკეთესო შედეგი ფერგის წასვლის შემდეგ - როგორი სტატისტიკით დატოვა სოლსკიაერმა მანჩესტერი?

მეორე საუკეთესო შედეგი ფერგის წასვლის შემდეგ - როგორი სტატისტიკით დატოვა სოლსკიაერმა მანჩესტერი?
თარიღი 21 Nov 2021, 22:58

ოლე გუნარ სოლსკიაერმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ თითქმის 3-წლიანი მუშაობის შემდეგ გაუშვა.

ნორვეგიელი სპეციალისტი დროებით მწვრთნელად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2019 წლის მარტიდან კი სრულფასოვანი მწვრთნელის სტატუსიც მოიპოვა.

ამ პერიოდში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 168 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 91 შეხვედრა მოიგო, 37 თამაში ფრედ დასრულდა, 40 კი - წააგო.

შესაბამისად, სოლსკიაერის „მანჩესტერმა“ მატჩების 54% მოიგო, რაც გუნდიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, მეორე საუკეთესო შედეგია.

ამაზე კარგი ციფრები „იუნაიტედის“ მწვრთნელებიდან მხოლოდ ჟოზე მოურინიოს ჰქონდა - 58% (144 მატჩი 84 მოგება).

დევიდ მოიესის მოგებების პროცენტი 53% იყო (51-დან 27), ლუი ვან გაალის კი 52% (103-დან 54).