ავტორიზაცია

რეგილონი კონტეზე: "ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კვირები მაქვს ვარჯიშების მხრივ"

რეგილონი კონტეზე: "ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კვირები მაქვს ვარჯიშების მხრივ"
თარიღი 22 ნოე 2021, 11:01

"ტოტენჰემის" მცველმა, სერხიო რეგილონმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მუშაობის შესახებ ისაუბრა.

"ბოლო კვირების მანძილზე და სანაკრებო პაუზის დროს, ბევრი ვიმუშავეთ. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კვირებია ვარჯიშების მხრივ".

"კონტე ფეხბურთის ფანატიკოსია. ყოველთვის ფეხბურთზე ლაპარაკობს: ვარჯიშებზე, ვარჯიშების წინ, ვარჯიშების შემდეგ".

"ახლა, როცა დასაძინებლად ვწვები, ფეხბურთზე და ჩემს პოზიციაზე არსებულ ტაქტიკაზე ვფიქრობ", - ციტირებს რეგილონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, 52 წლის იტალიელი სპეციალისტისთვის "დეზების" დამრიგებლის რანგში "ლიდსთან" (2:1) მოგებული გუშინდელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში სადებიუტო აღმოჩნდა. კონტემ "ტოტენჰემი" 2 ნოემბერს ჩაიბარა.