ავტორიზაცია

ნამდვილი აღმოჩენა — რა თქვა მოურინიომ 18 წლის განელ ტალანტზე, რომლის დუბლმაც გუნდს მოაგებინა?

ნამდვილი აღმოჩენა — რა თქვა მოურინიომ 18 წლის განელ ტალანტზე, რომლის დუბლმაც გუნდს მოაგებინა?
თარიღი 22 ნოე 2021, 11:41

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით "ჯენოასთან" (2:0) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"რთული შეხვედრა იყო, მართალია ჩვენ ვდომინირებდით, თუმცა მუდმივად ვერტიკალურად თამაში არ გამოგვდიოდა", - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

"მხითარიანმა შესანიშნავად ითამაშა, თამაშს ვაკონტროლებდით, "ჯენოას" კონტრშეტევის საშუალებას არ ვაძლევდით და მეორე ტაიმში დაცვაში კიდევ უფრო ღრმად ჩადგნენ".

"ამ მომენტში ჩავთვალე, რომ ფელიქსი (18 წლის აფენა-გიანი, გამარჯვების მომტანი დუბლის ავტორი) იყო საჭირო - სხვა გეგმის ფეხბურთელი, რომელსაც ცვლილებების მოხდენა შეუძლია, რაც "კალიარისთან" და "მილანთან" შეხვედრებში უკვე გამოუვიდა. თავისი ენერგიითა და სიძლიერით მეტოქე გააუბედურა".

"როცა მოედანზე თადარიგიდან შედის, გუნდი უფრო დინამიურად იწყებს თამაშს", - დასძინა მოურინიომ.