ავტორიზაცია

"არ მესმის, რატომ არ გააკეთეს ეს", - რიჩარდსმა დაასახელა სპეციალისტი, რომელსაც სოლსკიაერი უნდა შეეცვალა

"არ მესმის, რატომ არ გააკეთეს ეს", - რიჩარდსმა დაასახელა სპეციალისტი, რომელსაც სოლსკიაერი უნდა შეეცვალა
თარიღი 22 ნოე 2021, 12:00

"მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, მიკა რიჩარდსი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერი "ტოტენჰემის" ამჟამინდელ თავკაცს, ანტონიო კონტეს უნდა შეეცვალა.

"ანტონიო კონტე სერიული გამარჯვებულია. მუდმივად "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირებულებებზე ვსაუბრობთ, მაგრამ დაივიწყეთ ისინი მხოლოდ ერთი წუთით. საუბარია გამარჯვებებზე".

"რონალდუ, პოგბა, ფერნანდეში, სანჩო და სხვა ფეხბურთელები გყავთ. ვიღაცამ შედეგი უნდა დადოს, ოლემ ამ მთამაშეებისგან მაქსიმუმის მიღება ვერ შეძლო".

"კონტემ დაამტკიცა, რომ შემდგარი სპეციალისტია. ახლა "ტოტენჰემის" მწვრთნელია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი ხელში ჩაგდების შესაძლებლობა ჰქონდა. არ მესმის, რატომ არ გააკეთეს ეს", - ციტირებს რიჩარდსის სიტყვებს Sky Sports.

გუშინ, 21 ნოემბერს, სოლსკიაერი "ეშმაკუნების" დამრიგებლის თანამდებობიდან დაითხოვეს. თავის მხრივ, "ტოტენჰემმა" კონტე გუნდის მწვრთნელად 2 ნოემბერს დანიშნა.