"იქნებ კარგი ვარიანტია? სულ რაღაც ექვსი თვით", - კემპბელმა მანჩესტერს დროებითი მწვრთნელი ურჩია
"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ექს-მცველმა, სოლ კემპბელმა "მანჩესტერ იუნაიტედს" დროებითი მწვრთნელის რანგში სტივ ბრიუსის დანიშვნა ურჩია.
"ნამდვილად რთული სიტუაციაა. ოლეს გასათავისუფლებლად და სხვა ვიღაცის მოსაყვანად, ბევრი ფულია საჭირო. ვიცი, მათ ბევრი ფული აქვთ, მაგრამ თუ კლუბის ფინანსურ ანგარიშს გადავხედავთ, ბევრ რამეს მივხვდებით".
"იქნებ სტივ ბრიუსი კარგი ვარიანტია? სულ რაღაც ექვსი თვით. ვინ იცის? ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა გააკეთონ, ეს შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება იყოს", - ციტირებს კემპბელის სიტყვებს The Sun.
გუშინ, 21 ნოემბერს, სოლსკიაერი "ეშმაკუნების" დამრიგებლის თანამდებობიდან დაითხოვეს. თავის მხრივ, ბრიუსი 20 ოქტომბრის შემდეგ უმუშევარია, როცა "ნიუკასლიდან" გაათავისუფლეს.