ავტორიზაცია

მაგუაირი მანჩესტერ იუნაიტედიდან სოლსკიაერის გათავისუფლებას გამოეხმაურა

მაგუაირი მანჩესტერ იუნაიტედიდან სოლსკიაერის გათავისუფლებას გამოეხმაურა
თარიღი 22 ნოე 2021, 12:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, გარი მაგუაირი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

ინგლისელმა უკანახაზელმა ნორვეგიელ სპეციალისტს, რომელიც "ეშმაკუნებმა" გუშინ დაითხოვეს, მადლობა გადაუხადა.

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მომიყვანე და შენგან ფეხბურთში ყველაზე დიდი პატივი მხვდა წილად. უდიდესი პატივისცემა და მარადიული მადლიერება. მადლობა ყველაფრისთვის, ბოს. ლეგენდა", - წერს მაგუაირი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ეშმაკუნები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 12 მატჩში მოპოვებული 17 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ. ლიდერი 29 ქულით "ჩელსია".

სოლსკიაერისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში უკანასკნელი მატჩი პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "უოტფორდთან" გამართული დაპირისპირება აღმოჩნდა. მანიკუნიანელები ანგარიშით 1:4 განადგურდნენ.