ტენ ჰაგი გავრცელებული ცნობების შესახებ: "მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობა? უცნაური კითხვაა"
"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობის შესაძლებლობას არ განიხილავს.
პრესის ცნობით, 51 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ოლე-გუნარ სოლსკიაერის წასვლის შემდეგ გათავისუფლებულ პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი პრეტენდენტია.
"აიაქსზე" ვარ კონცენტრირებული. სხვა ყველაფერი უბრალოდ საქმეს მაშორებს. "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა? უცნაური კითხვაა. ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამიტომაც ამაზე ვერ ვიფიქრებ".
"კიდევ ერთხელ ვიტყვი. ამაზე არაფერი მსმენია, არაფერი ვიცი, ამ თემაზე ფიქრი არ მჭირდება", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, "ეშმაკუნები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 12 მატჩში მოპოვებული 17 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ. ლიდერი 29 ქულით "ჩელსია".
სოლსკიაერისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში უკანასკნელი მატჩი პრემიერ ლიგის მე-12 ტურში "უოტფორდთან" გამართული დაპირისპირება აღმოჩნდა. მანიკუნიანელები ანგარიშით 1:4 განადგურდნენ.