ავტორიზაცია

"ჩემთან დარეკვა რომ ჰქონდეთ გეგმაში, ამას აქამდე უკვე გააკეთებდნენ", - რუნი მანჩესტერში შესაძლო დანიშვნაზე

"ჩემთან დარეკვა რომ ჰქონდეთ გეგმაში, ამას აქამდე უკვე გააკეთებდნენ", - რუნი მანჩესტერში შესაძლო დანიშვნაზე
თარიღი 22 ნოე 2021, 14:32

"დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელის, უეინ რუნის განცხადებით, ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობაზე არ ფიქრობს.

მიუხედავად ამისა, ინგლისელი სპეციალისტი გამოტყდა, რომ მომავალში მისთვის ყოფილ კლუბში მუშაობა საინტერესო იქნებოდა.

"ემიუში" მუშაობა? ოდესღაც. მაგრამ ახლა "დერბიში" სიტუაციის გამოსწორებაზე ვარ კონცენტრირებული. კლუბის ერთგული ვარ და აქ ვიქნები იქამდე, სანამ არ მთხოვენ წასვლას".

"რეგულარულად ველაპარაკები "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრებს. დარწმუნებული ვარ, ჩემთან დარეკვა რომ ჰქონდეთ გეგმაში, ამას აქამდე უკვე გააკეთებდნენ", - ციტირებს რუნის სიტყვებს talkSPORT.

გუშინ, 21 ნოემბერს, "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაითხოვეს. გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის ეგიდით "უოტფორდთან" (1:4) განადგურების შემდეგ იქნა მიღებული.