ავტორიზაცია

მწვრთნელი, რომელმაც მანჩესტერის ბოსებს გუნდის მომავალი განვითარების საკუთარი გეგმა წარუდგინა

მწვრთნელი, რომელმაც მანჩესტერის ბოსებს გუნდის მომავალი განვითარების საკუთარი გეგმა წარუდგინა
თარიღი 22 Nov 2021, 14:55

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას გუნდის მომავალი განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა, წერს Manchester Evening News.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტი "ეშმაკუნების" ბოსებს ესაუბრა და უთხრა, როგორ იმოქმედებს, თუ ახალ დამრიგებლად დანიშნავენ.

მიუხედავად ამისა, აქამდე თავად ტენ ჰაგმა გააკეთა მანჩესტერში შესაძლო გადაბარგებაზე განცხადება და თქვა, რომ ამაზე არაფერი სმენია.

მოგეხსენებათ, 21 ნოემბერს, "ემიუმ" ოლე-გუნარ სოლსკიაერი დაითხოვა. გადაწყვეტილება პრემიერ ლიგაში "უოტფორდთან" (1:4) განცდილი გამანადგურებელი მარცხის მეორე დღეს იქნა მიღებული.

ტენ ჰაგს მედიაში მანიკუნიანელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებენ. 51 წლის ჰოლანდიელი "აიაქსში" წარმატებით მუშაობს, ამსტერდამელებმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდეს.