ავტორიზაცია

ვან დე ბეკმა ბარსელონაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ხავიმ მასზე უარი თქვა

ვან დე ბეკმა ბარსელონაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ხავიმ მასზე უარი თქვა
თარიღი 22 ნოე 2021, 15:02

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი საეჭვოა "ბარსელონაში" გადავიდეს, სანამ გუნდს სათავეში ხავი უდგას.

"ბლაუგრანა" ჰოლანდიელ ფეხბურთელს აკვირდებოდა და ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა კიდეც, რათა კატალონიურ გრანდში შესაძლო გადასვლაზე მისი აზრი მოესმინა.

როგორც ვან დე ბეკმა თქვა, ამ შესაძლებლობით მოხარული იქნებოდა იმის გამო, რომ "იუნაიტედში" არსებული ვითარება მას არ აკმაყოფილებს.

ხავის 24 წლის ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის შესახებ აცნობეს, მაგრამ 41 წლის ესპანელმა ეს ვარიანტი იუარა, წერს Diario Sport. მისი თქმით, ამჟამად ნახევარდაცვის ხაზს გაძლიერება არ სჭირდება.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ვან დე ბეკმა მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.