ავტორიზაცია

GOLDEN BOY 2021 — იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა გამარჯვებული გამოავლინა

GOLDEN BOY 2021 — იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა გამარჯვებული გამოავლინა
თარიღი 22 ნოე 2021, 15:13

Tuttosport-მა Golden Boy-ის ჯილდოს გამარჯვებული გამოავლინა, რომელიც ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელებში საუკეთესოს გადაეცემა.

ასე და ამგვარად, აღნიშნული პრიზი კატალონიის "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველს, პედრის ერგო.

ჯილდოსთვის აგრეთვე იბრძოდნენ: კარიმ ადეიემი (ზალცბურგი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის ბორუსია), ედუარდო კამავინგა (მადრიდის რეალი), ჩარლზ დე კეტელარე (ბრიუგე), გავი (ბარსელონა), ბრაიან ხილი (ტოტენჰემი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი), დანიელ მალდინი (მილანი), ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი), ნუნუ მენდესი (პსჟ), რობერტო პიკოლი (ატალანტა), იერემი პინო (ვილიარეალი), ჯოვანი რეინა (დორტმუნდი ბორუსია), როდრიგო (მადრიდის რეალი), ბუკაიო საკა ( არსენალი), ფლორიან ვირცი (ბაიერ ლევერკუზენი), უილიამ სალიბა (მარსელი), იურიენ ტიმბერი ("აიაქსი").

დაჯილდოების ცერემონია 15 დეკემბერს, ტურინში გაიმართება.

ცნობისთვის, გასულ წელს Golden Boy "დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა მოიგო.