ავტორიზაცია

რენატუ სანჩეში: "ზაფხულში ბარსელონაში ტრანსფერი მზად იყო, მაგრამ ტრავმის გამო ჩაიშალა"

რენატუ სანჩეში: "ზაფხულში ბარსელონაში ტრანსფერი მზად იყო, მაგრამ ტრავმის გამო ჩაიშალა"
თარიღი 22 ნოე 2021, 15:18

"ლილის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატუ სანჩეშმა მისდამი ევროპის ტოპ-კლუბების ინტერესის შესახებ ისაუბრა.

"შეიძლება, "მილანი" და "არსენალი" ჩემით ინტერესდებიან, მაგრამ ამის შესახებ არ ვიცი. "მილანი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია. მაღალ დონეზეა, მომწონს".

"ჩემს აგენტს ვესაუბრე. ვიცი, რომელი კლუბები დაუკავშირდნენ, რომლები - არა, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ ვიცი, მზად ვარ. თუ შემოთავაზება მომივა, გადავწყვეტ, რა იქნება ჩემთვის უკეთესი".

"როცა "ბაიერნში" მივედი, ასეთ კლუბში თამაშისთვის მზად არ გახლდით. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ხოლო როცა უკვე მზად ვიყავი, ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მომცემია".

"ბევრი კლუბი ინტერესდებოდა ზაფხულში ჩემით, მაგრამ როცა ტრავმა მივიღე, მივხვდი, რომ "ლილში" ვრჩებოდი. "ბარსელონასთან" ყველაფერი მზად იყო, ვფიქრობ, ტრანსფერი ტრავმის გამო ჩაიშალა", - თქვა სანჩეშმა L’Equipe-სთან ინტერვიუში.