ფორვარდი, რომელსაც ყატარში 108 მატჩში 128 გოლი აქვს გატანილი — ხავის ბარსაში ექს-შეგირდის ხილვა უნდა
კატალონიის "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, ხავი შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობებს ეძებს.
ესპანელი სპეციალისტი "ალ სადის" თავდამსხმელის, ბაგდად ბუნეჯას ტრანსფერთაა დაინტერესებული, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport.
41 წლის მწვრთნელი 29 წლის ფეხბურთელთან ერთად ყატარული კლუბის დამრიგებლის პოსტზე ყოფნისას მუშაობდა.
ბუნეჯას კანდიდატურა "ბლაუგრანას" შეტევის ხაზში არსებული ტრავმიანობისა და კლუბის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო განიხილება.
ბუნეჯა "ალ სადში" 2015 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან ყატარის ჩემპიონატში 108 მატჩი ჩაატარა და 128 გოლი გაიტანა.