პოჩეტინო მზად არის მანჩესტერ იუნაიტედის გამო პსჟ მიატოვოს

„პსჟ-ს” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლით არის დაინტერესებული, იტყობინება BBC.
გამოცემის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი, „წითელ ეშმაკებში“ მუშაობის გამო მზად არის „პსჟ“ დატოვოს.
პოჩეტინო „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობაში დიდი პატივისცემით სარგებლობს - გუნდის უფროსობა მას გუნდის მთავარი მწვრთნელობისთვის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
„ტოტენჰემის“ ექს-ბოსის კანდიდატურას მხარს უჭერს „იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონიც.
პოჩეს „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, პარიზელებმა გასულ ზაფხულს მისი „რეალში“ გაშვება იუარეს და ახლაც, თუ „იუნაიტედს“ მისი გადაბირება მოუნდება, სწორედ პარიზული გუნდის ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეს.