ავტორიზაცია

"მანჩესტერს ყველაზე მეტად უხდება", - გარი ნევილმა იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი დაასახელა

"მანჩესტერს ყველაზე მეტად უხდება", - გარი ნევილმა იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი დაასახელა
თარიღი 22 Nov 2021, 17:07

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა დაასახელა მწვრთნელი, რომელიც „ემიუს“ ყველაზე მეტად უხდება.

„მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხალხს მუდმივად ველაპარაკები და დარწმუნებული ვარ, ჩემს დაპატიჟებას რომ აპირებდნენ, ეს უკვე მოხდებოდა.

ისინი ელოდებიან, რომ მაურისიო პოჩეტინო სხვა კლუბში წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ ის „პსჟ-ში“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რაღა თქმა უნდა მას პარიზელები არ გაუშვებენ.

ის ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კანდიდატი იყო და თანაც ერთადერთი, ვინც ჩემი აზრით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრინციპების და ფასეულობების თვალსაზრისით უხდება.

ორი-სამი კვირის წინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ რომ ჰყოლოდა ვინმე, ვინც მზად არის გუნდში დაინიშნოს, დარწმუნებული ვარ ოლე აქამდეც წავიდოდა. ხალხი იტყვის: ანტონიო კონტემ „ტოტენჰემი“ აირჩიეა, მაგრამ რეალურად, დირექტორთა საბჭო მის დანიშვნას არასდროს არც განიხილავდა. არამგონია, რომ ის „იუნაიტედს“ მოუხდეს და თანაც, ასეთი შესაძლებლობა აღარ არის. უნდა მივცეთ გუნდს საშუალება დაელოდოს იქამდე, სანამ ტოპ-მწვრთნელი გათავისუფლდება.

ბოლო კვირები წარუმატებელი იყო, მაგრამ მათ არ უნდა გადაფარონ მთელი ის სამუშაო, რომელიც სოლსკიაერმა ბოლო სამ წელიწადში ჩაატარა, რათა ხანგრძლივ პერსპექტივაში წარმატების ფუნდამენტი აეღორძინებინა. 

ოლეს ადგილი გუნდის ისტორიაში ყოველთვის იქნება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მას შეუძლია თქვას, რომ დრო ან ფული არ მისცეს. დევიდ მოიესს რვა თვე მისცეს და გააგდეს, ამიტომ არამგონია, სოლსკიაერმა დროზე ან არმოცემულ ფულზე იწუწუნოს.“ - აღნიშნა ნევილმა.