ავტორიზაცია

ვიტსელს სასურველი გუნდი უკვე შერჩეული აქვს, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

ვიტსელს სასურველი გუნდი უკვე შერჩეული აქვს, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 22 ნოე 2021, 20:15

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალურ ნახევარმცველს, აქსელ ვიტსელს სასურველი კლუბი უკვე შერჩეული აქვს. ბელგიელ ჰავბეკს ტურინის "იუვენტუსში" სურს გადასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიელთა შუახაზელს თაფლავს "ნიუკასლ იუნაიტედიც", თანაც უფრო სარფიანი წინადადებით, ფეხბურთელის მიზანი მაინც "ბებერ ქალბატონში" გადასვლაა.

უფრო კონკრეტულად კი "კაჭკაჭები" 32-წლის ნახევარმცველს ყოველწლიური ხელფასის სახით სთავაზობენ 10 მილიონ ევროს, მაშინ, როდესაც "ბიანკონერი" გაცილებით ნაკლებს.

პრობლემას წარმოადგენს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ფედერიკო კერუბინის პოზიცია, რომლის თანახმადაც მას არ სურს ასაკოვან ფეხბურთელში ინვესტიციის ჩადება.