ბარსელონა ოლმოსთვის ბრძოლას ეთიშება? - მიზეზი, სხვა სარფიანი წინადადება
"ლაიფციგის" შემტევმა ნახევარმცველმა, დანი ოლმომ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს El Nacional.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ესპანელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვის, რომელიც მზად არის მისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენცია გაუწიოს.
აქამდე არსებული ცნობით, კატალონიელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ხავის თავისი გუნდის რიგებში ოლმოს ხილვა სურს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომლის სატრანსფერო ფასიც ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს, "ლაიფციგის" რიგებში ტრავმის გამო მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.