ავტორიზაცია

"პრობლემა იყო ბარსელონაში და არა გრიზმანში", - დეშამმა თავისი შეგირდი დაიცვა

"პრობლემა იყო ბარსელონაში და არა გრიზმანში", - დეშამმა თავისი შეგირდი დაიცვა
თარიღი 22 Nov 2021, 21:13

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გატარებული პერიოდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"გრიზმანი ბარსელონაში თავს ბედნიერად არ გრძნობდა, თუმცა ის ყველაფერს აკეთებდა წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად. ანტუანი არასდროს დანებებულა.

მთავარი პრობლემა მდგომარეობდა უშუალოდ გუნდის პოზიციაში - ფეხბურთელის არასწორად გამოყენებაში. შეადარეთ მისი თამაში როგორც საფრანგეთის ნაკრებსა და ატლეტიკოში, ისე კატალონიაშიც. 

ფრანგი თავდამსხმელი თავს იდეალურად გრძნობს ფორვარდების უკან, მაშინ, როდესაც თავის ყოფილ გუნდში ის ცენტრში იდგა. აქედან გამომდინარე, პრობლემა არის "ბლაუგრანაში" და არა მადრიდელთა შემტევში".

შეგახსენებთ, რომ 30-წლის გამოცდილი შემსრულებელი ჯერ კიდევ არის "ლურჯ-ბროწეულისფრების" საკუთრება და "როხიბლანკოში" ის განათხოვრების წესით თამაშობს.