ავტორიზაცია

ფორვარდი აუცილებლად მოვა, თუმცა ვინ? - იუვენტუსის ვრცელი სატრანსფერო სია

ფორვარდი აუცილებლად მოვა, თუმცა ვინ? - იუვენტუსის ვრცელი სატრანსფერო სია
თარიღი 22 ნოე 2021, 23:59

ტურინის "იუვენტუსის" ხელძღვანელობა უახლოეს პერიოდში თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს."ბებერი ქალბატონის" მთავარი სამიზნე "ფიორენტინას" ფორვარდი, დუშან ვლაჰოვიჩია.

მიუხედავად ამისა, "იუვემ" ალტერნატიული კანდიდატების სიაც გაამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ 21 წლის სერბის ტრანსფერი ჩაიშლება.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, აღნიშნულ სიაში შემდეგი თავდამსხმელები მოხვდნენ: მაურო იკარდი ("პსჟ"), დარვინ ნუნიესი ("ბენფიკა"), ალექსანდრ ლაკაზეტი ("არსენალი"), ანტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯანლუკა სკამაკა ('სასუოლო") და ლორენცო ლუკა ("პიზა").

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის შეძენა "არსენალსაც" უნდა და 80 მილიონ ევროს ჩამოდის, ფლორენციელები თანახმანი არიან, მაგრამ თავად ახალგაზრდა ფორვარდი უარზეა.