მოლაპარაკებები დაწყებულია - პოჩეტინო გონებით უკვე მანჩესტერშია

სანდო ფრანგული გამოცემა Telefoot-ის ცნობით, მაურისიო პოჩეტინოს გარემოცვა მოლაპარაკებებს აწარმოებს "მანჩესტერ იუნაიტედთან", გუნდის მომავალი მწვრთნელობის თაობაზე.
არგენტინელი მზადაა სეზონის მსვლელობისას "პსჟ"-ს დასატოვებლად, თუმცა პოჩეტინოს ჯერ პირდაპირ არ უსაუბრია აღნიშნულ საკითხზე "პარი სენ-ჟერმენის" უფროსობასთან.
"პსჟ" ზინედინ ზიდანის აყვანას გეგმავს, თუ არგენტინელი მწვრთნელი კლუბს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ, ფრანგი უმუშევარია.
რაც შეეხებათ "წითელ ეშმაკებს", ცოტა ხნის წინ, აღნიშნულმა კლუბმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ოლე-გუნარ სოლსკიაერი გაუშვა. "მანკუნიანელებს" ჯერჯერობით მაიკლ კერიკი უთავკაცებს.