ავტორიზაცია

მესი: "ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში რამდენიმე ფავორიტი ჰყავს"

მესი: "ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში რამდენიმე ფავორიტი ჰყავს"
თარიღი 23 ნოე 2021, 13:03

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტი გუნდების შესახებ საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

"ყველა ამბობს, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ. არ უარვყოფ, რომ სახელით ჩვენ ვართ ტიტულის ერთ-ერთი პრეტენდენტები, მაგრამ ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

ჩვენ გუნდურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენი უპირატესობა ძალიან კარგი ფეხბურთელებისგან შემდგარი შემადგენლობაა, მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ, არიან სხვა პრეტენდენტებიც.

ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, რაც მას ლამაზს და განსაკუთრებულს ხდის. საუკეთესო გუნდები იქ არიან. დიახ, ჩვენ ვართ რამდენიმე ფავორიტს შორის, მაგრამ არა ერთადერთები.

ლივერპული ძალიან კარგია, ისინი ისევ იმ ძველ ლივერპულს ემსგავსებიან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, არის მანჩესტერ სიტი, მიუნხენის ბაიერნი, მადრიდის რეალი, ატლეტიკო.

ბევრი გუნდია, რომელსაც შეუძლია ამ ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენციის გაწევა. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი და კონკურენტუნარიანი სეზონია. არის რამდენიმე გუნდი, რომელსაც შეუძლია ტიტულის მოგება", - განაცხადა არგენტინელმა.