ავტორიზაცია

"ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჩემი ფავორიტი მყავს", - ვინისიუსი

"ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჩემი ფავორიტი მყავს", - ვინისიუსი
თარიღი 23 ნოე 2021, 13:30

El Larguero-სთან ინტერვიუში ვინისიუსმა თავის ამჟამინდელ ფორმასა და კარიმ ბენზემაზე ისაუბრა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა საუბრის დიდი დრო განვითარებას დაუთმო:

"ეს არ არის მხოლოდ ანჩელოტის გავლენა. ყველამ თავისი როლი ითამაშა: სოლარიმ და ზიდანმაც და ახლა კარლომაც. მისი ხელმძღვანელობით თავს თავდაჯერებულად ვგრძნობ, მეტ სათამაშო დროს ვიღებ, მეტი შესაძლებლობა მაქვს მოედანზე რაღაცის გაკეთების.

სამი წლის განმავლობაში ბევრს ვვარჯიშობდი და სათამაშო დრო, რომელიც მივიღე, ძალიან დამეხმარა", - განაცხადა ჟუნიორმა, რომელმაც კარიმ ბენზემას შესახებაც ისაუბრა:

"ახლა ერთად ბევრს ვთამაშობთ. ერთს ესმის, მეორე რას აპირებს. კარიმი შესანიშნავი ფეხბურთელია, მე მიყვარს მასთან თამაში, ის ყოველთვის მეხმარება, მინდა გავაგრძელო მასთან თამაში და შესანიშნავი სეზონი გავატარო. იმედია კარიმი მოიგებს ოქროს ბურთს.

რაც შეეხებათ მბაპესა და ჰოლანდს, მე ორივეს ვირჩევ, ისინი შეიძლება გახდნენ ახალი ეპოქის სიმბოლოები, როგორც კრიშტიანუ და მესი", - განაცხადა მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა.