ავტორიზაცია

მესი: "ყოველთვის ვამბობ, რომ ადრე თუ გვიან, ბარსელონაში დავბრუნდები"

მესი: "ყოველთვის ვამბობ, რომ ადრე თუ გვიან, ბარსელონაში დავბრუნდები"
თარიღი 23 ნოე 2021, 17:07

"პსჟ"-ს ფორვარდმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მომავალში "ბარსელონაში" დაბრუნებას ის არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, არგენტინელმა თავდამსხმელმა კატალონია უფასოდ დატოვა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ოდესმე დავბრუნდები ბარსელონაში, რადგან ეს ჩემი სახლია, ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას. ცხადია, თუ შევძლებ რამით დახმარებას, კლუბშიც სიამოვნებით დავბრუნდები", - განაცხადა "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა.

პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ, 34-წლის ბომბარდირმა მოასწრო ცხრა შეხვედრის ჩატარება და ოთხი გოლის გატანა. სამი ბურთი "უცხოპლანეტელმა" გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი კი ლიგა 1-ში.

რაც შეეხება "ბლაუგრანაში" გატარებულ პერიოდს, "ლურჯ-წითლების" 30-ე ნომერმა 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა. მესიმ "კამპ ნოუ" კლუბის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის სტატუსით დატოვა.