ავტორიზაცია

მესი: "ალვეშის ბარსელონაში დაბრუნებით გაოგნებული დავრჩი"

მესი: "ალვეშის ბარსელონაში დაბრუნებით გაოგნებული დავრჩი"
თარიღი 23 ნოე 2021, 13:41

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ დანი ალვეშის "ბარსელონაში" დაბრუნების შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა ფორვარდი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა.

"სიმართლე ისაა, რომ გაოცებული ვიყავი მისი დაბრუნებით, განსაკუთრებით ამ მომენტში", - აღიარა ლეო მესიმ Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც მას ჰკითხეს დანი ალვეშის "ბარსელონაში" დაბრუნების შესახებ.

"ვფიქრობ, დანი გუნდისთვის შესანიშნავი დამატება იქნება, ისევე როგორც ხავი, მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ის მათ ზრდაში დაეხმარება, რადგან დანი გამარჯვებულად არის დაბადებული და გუნდს ბევრ კარგს მოუტანს.

ის თავის ენერგიას ახალგაზრდებს გადასცემს, როგორც მატჩის დროს, ასევე ვარჯიშის დროს. ის გამორჩეულია შრომის სურვილით, თავდადებით და მუდამ გამარჯვებისთვის ბრძოლით", - განაცხადა "პსჟ"-ს შემტევმა.

დანი ალვეში გუნდში ყველაზე დაბალ ხელფასს მიიღებს.. ეს ჟესტი "ბარსელონას" უპრობლემოდ დაეხმარება მის დარეგისტრირებაში. 38 წლის ფეხბურთელი კატალონიელებში თამაშს იანვრიდან შეძლებს, მისი კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდეა ძალაში.