მომენტი, როცა ბარსელონა ფატის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგა

"ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებამდე, თავდამსხმელ ანსუ ფატისადმი ინტერესს რამდენიმე ტოპ-კლუბი იჩენდა.
ესპანური გამოცემა Cope-ს ჟურნალისტ ჰელენა კონდის ედოს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელს "პსჟ"-ს, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" წინადადებები ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთნახსენები კლუბები მზად იყვნენ ფატისთვის "ბარსელონაზე" ორჯერ მეტი გადაეხადათ.
მას შემდეგ, რაც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ანსუსადმი სერიოზული ინტერესის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს სასწრაფოდ ემოქმედათ და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყეს.
საბოლოო ჯამში, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ფატისთან კომპრომისს მიაღწია და მხარეებმა ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივეს.