ავტორიზაცია

მესი: "კუმანი? ბარსელონა მწვრთნელებს ყოველთვის უსამართლოდ ექცევა"

მესი: "კუმანი? ბარსელონა მწვრთნელებს ყოველთვის უსამართლოდ ექცევა"
თარიღი 23 ნოე 2021, 20:14

„პსჟ-ს“ შემტევმა ლეო მესიმ, „ბარსელონადან“ რონალდ კუმანის გაშვებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ თუ არა, რომ კლუბი კუმანს უსამართლოდ მოექცა? იქ მწვრთნელებს ყოველთვის უსამართლოდ ექცევიან, ასე მოხდა როგორც კუმანის, ისე ვალვერდეს შემთხვევაში.

როცა გუნდი ცუდ შედეგებს აჩვენებს, გაცილებით მარტივია ხელი მწვრთნელისკენ გაიშვირო. მარტივია ის შეცვალო, ვიდრე ფეხბურთელები.

კუმანი გუნდისთვის ძალიან რთულ დროს მოვიდა, როცა წავიდნენ მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მან კი ბევრ ახალგაზრდას მისცა შანსი. როგორც უკვე ვთქვი, მწვრთნელის დადანაშაულება ბევრად ადვილია. ასეთია მათი პროფესია და ისინი ამას ხვდებიან.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.

კუმანი ლა ლიგის მე-11 ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ წაგების შემდეგ გაუშვეს, „ბარსაში“ მთავარ მწვრთნელად ამჟამად ხავი დანიშნეს.