BREAKING: მანჩესტერ იუნაიტედი დღეს ერნესტო ვალვერდეს დაუკავშირდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.
როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ჟურნალისტ ჯეიმი ჯექსონზე დაყრდნობით წერს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა დღეს „ბარსელონას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს დაუკავშირდა.
ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვალვერდე ერთ-ერთია ხუთი შესაძლო ვარიანტიდან.
თუმცა, რომანო ხაზს უსვამს, რომ ვალვერდე „მანჩესტერში“ მხოლოდ „დროებითის“ წოდებით დაინიშნება, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა ბრენდან როჯერსის ან მაურისიო პოჩეტინოს თავიანთი კლუბებიდან წამოყვანა.
ამ ეტაპზე, „იუნაიტედისთვის“ მთავარ სამიზნედ სწორედ პოჩეტინო მოიაზრება, რომელიც 2023 წლამდე „პსჟ-სთან“ არის კონტრაქტით დაკავშირებული.