ავტორიზაცია

უკანასკნელად როდის განადგურდა იუვენტუსი 4+ ბურთიანი სხვაობით?

უკანასკნელად როდის განადგურდა იუვენტუსი 4+ ბურთიანი სხვაობით?
თარიღი 24 ნოე 2021, 10:16

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ჩელსისთან“ 0:4 განადგურდა.

ტურინული გუნდისთვის ეს მთავარ საკლუბო ევროტურნირზე ყველაზე მსხვილი გამარჯვება იყო ბოლო 63 წლის მანძილზე.

1958 წლის ოქტომბერში „იუვენტუსი“ ავსტრიულ „ვინერთან“ 0:7 განადგურდა და მას შემდეგ, 4-ბურთიანი სხვაობით ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე არ წაუგია.

ზოგადად, ყველა ტურნირის ჩათვლით, კი, 4+ ბურთიანი სხვაობით „იუვე“ ბოლოს 2004 წლის თებერვალში განადგურდა, როცა სერია ა-ს ერთ-ერთ ტურში „რომასთან“ 0:4 წააგო.

ჯგუფური ეტაპის 5 ტურის შემდეგ „იუვე" და „ჩელსი" 12-12 ქულით პირველ მეორე ადგილს იყოფენ, თუმცა უკეთესი ურთიერთშეხვედრების ბალანსის გამო, ლიდერი ინგლისური გუნდია.