ავტორიზაცია

ნოიერი ბუფონს გაუტოლდა, თუმცა კასილასის გადასწრება გაუჭირდება

ნოიერი ბუფონს გაუტოლდა, თუმცა კასილასის გადასწრება გაუჭირდება
თარიღი 24 ნოე 2021, 12:01

„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი, ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს გაუტოლდა.

გერმანელი კიპერისთვის „დინამო კიევთან“ გამართული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 124-ე იყო და ის ამ მაჩვენებლით მეორეადგილოსან ჯანლუიჯი ბუფონს გაუტოლდა.

ერთადერთი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ნოიერზე და ბუფონზე მეტი მატჩი ჩაატარა - იკერ კასილასია (177).

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი ფორმატით ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს სეზონში მაქსიმუმ 13 მატჩის ჩატარება შეუძლია, კასილასის რეკორდის დამხობა ნოიერს ძალიან გაუჭირდება.