ავტორიზაცია

იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა

იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა
თარიღი 24 ნოე 2021, 16:40

Tuttosport-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. 

იტალიური გამოცემის გამოკითხვაში მეორე ადგილი "ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი მოგვევლინა.

ჯილდოს გამარჯვებული ცნობილი ექს-ფეხბურთელებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორისაც იყვნენ:

ანდრეი შევჩენკო, ლოთარ მათეუსი, ხრისტო სტოიჩკოვი, ემილიო ბუტრაგენიო, პაველ ნედვედი, ლუკა ტონი, სამუელ ეტო'ო, ალესანდრო კოსტაკურტა, ედვინ ვან დერ სარი, ხუან სებასტიან ვერონი, რუი კოშტა და სხვები.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ Tuttosport-ის მიერ დაწესებული ჯილდო Golden Player-ი ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა.